воскресенье, 15 апреля 2012 г.

პროექტი

პროექტის სახელწოდება: ცისფერი ორდენის ერთგული რაინდები
პროექტის თემა:  "ცისფერყანწელთა " ლიტერატურული ჯგუფის ისტორია და მათი ესთეტიკური პრინციპები.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები უკეთ გაეცნობიან ქართველ სიმბოლისტთა  ცხოვრებასა და შემოქმედებას, გაიღრმავებენ ცოდნას  20-იანი წლების  ქართული ლიტერატურის შესახებ. "ცისფერყანწელთა" ცხოვრება დააფიქრებს მათ ისეთ ადამიანურ ღირებულებებზე, როგორიცაა მეგობრობა, სიყვარული,პატრიოტიზმი.
პროექტის მიზნები: პროექტზე მუშაობით მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ კვლევის უნარ-ჩვევები, განუვითარდებათ საკომუნიკაციო უნარები,შეისწავლიან მასალების ქრონოლოგიურად დალაგებას, ფოტო და ვიდეო გადაღებებით შეძლებენ ფოტოხელოვნების უნარის გამომუშავებას.
მოსწავლეთა ასაკი: 15-16 წელი
ვადები:1 თვე
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას ქართულ ლიტერატურაში, გაუჩნდებათ სურვილი გამოიკვლიონ სხვა შემოქმედთა ცხოვრება. შესწავლილი მასალა სასარგებლო რესურსი იქნება "ცისფერყანწელთა "მოღვაწეობით დაინტერესებულ პირთათვის. მოსწავლეები შეადგენენ ელექტრონულ წიგნს, რომელშიც ასახული იქნება "ცისფერყანწელთა" ქუთაისში მოღვაწეობის პერიოდი.
რესურსები: სახელმძღვანელო, კომპიუტერი, ფოტო და ვიდეო კამერა.
პროექტის მსვლელობა: I აქტივობა. მასწავლებლის დახმარებით მოსწავლეები გამოკვეთენ პრობლემებს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. მასწავლებელი მიუთითებს  ინფორმაციის წყაროებს(ინტერნეტი, ბიბლიოთეკა, პერიოდიკა),აკავშირებს მათ შესაბამის ადამიანებთან. II აქტივობა. ფუნქციების განაწილება. მოსწავლეები დაიყოფიან სამ ჯგუფად. პირველი ჯგუფი მუშაობს  ინფორმაციის მოძიებაზე ინტერნეტის საშუალებით. მეორე ჯგუფი მუშაობს ბიბლიოთეკაში, ეცნობა იმდროინდელ პერიოდიკას. მესამე ჯგუფი აგროვებს ცისფერყანწელთა ქუთაისში მოღვაწეობის ამსახველ ფოტო- მასალებს, უკავშირდება იმ ადამიანებს ,რომლებსაც რაღაც ურთიერთობა ჰქონდა ამ ჯგუფთან. მოინახულებენ სახლს , რომელშიც ცხოვრობდნენ "ცისფერყანწელები".
III აქტივობა.მოსწავლეები თავიანთ ჯგუფებში განიხილავენ მოძიებულ მასალას და ანგარიშს აბარებენ მასწავლებელს.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: X.3,7,13,16. მოსწავლეს შეუძლია ინფორმაციის მოძებნა, ამოცნობა და ქრონოლოგიურად დალაგება.შეუძლია წყაროების მოძიება და დამუშავება, კრიტიკულად შეფასება.
პროექტის ხელმძღვანელი: მ.ინანეიშვილი
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:marinainaneishvilii@gmail.com
ბლოგი:inaneishvili.blogspot.com