пятница, 3 июля 2015 г.

ინტელის პროექტი

"მოზარდები და ძალადობა"

პროექტზე მუშაობისას დაწყებისას გავიაზრეთ პროექტის მნიშვნელობა და თემის აქტუალობა,ის თუ რამდენად აქტუალურია დღეს ძალადობა მოზარდებში.
დავგეგმეთ, როგორ გვემუშავა,რა მასალა და ტექნოლოგიები გამოგვეყენებინა.
გავიაზრეთ, თუ როგორ დაგვეწყო პროექტის დაგეგმვა, განვსაზღვრეთ სტანდარტები,
შევიმუშავეთ მიზნები, დავამუშავეთ მიმართულების მიმცემი კითხვები.
განვიხილეთ პრეზენტაციის მომზადების მეთოდები ჩვენს სასწავლო პროექტზე.
გადავხედეთ პრეზენტაციის ნიმუშებს, ჩავწერეთ მოკლე აღწერა, სამუშაო ვერსიის სახით
დავსვით საკვანძო კითხვები: რისი სწავლა გვსურს ამ თემის ფარგლებში, როგორ დაგვეხმარება ამ თემის დამუშავება მიზნის მიღწევაში, როგორ დაეხმარება მოსწავლეებს
პროექტზე დაფუძნებული სწავლება.
ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკის სქემაზე:რა სტრატეგიებს გამოვიყენებ მოსწავლის მზაობის
შეფასებისათვის, როგორ შევაფასებ მაღალი დონის სააზროვნო და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, როგორ შევამოწმებ, რამდენად გაიგეს მოსწავლეებმა საკითხი, როგორ უნდა
შევუწყოთ ხელი თანატოლთა უკუკავშირს, როგორ დავრწმუნდეთ მე და მოსწავლეები,
რომ მათ მიაღწიეს მიზნებს.
მიღებული პროდუქტი,ანუ პროექტის შედეგი, დავდეთ ჩვენი ბლოგის მისამართზე.
პროექტზე მუშაობამ მოსწავლეებს გამოუმუშავა დამოუკიდებელი მუშაობის, კომუნი-
კაციის, კრიტიკული აზროვნების, ურთიერთთანამშრომლობის, ტექნოლოგიების გამო-
ყენების, ინტერნეტ-ძიების უნარ-ჩვევები. მათ უფრო ღრმად შეისწავლეს და მეტი ცოდნა შეიძინეს მოცემულ საკითხზე პროექტზე მუშაობოსას.
მე, როგორც მასწავლებელმა, მეტი ცოდნა- გამოცდილება მივიღე მოსწავლეებთან თანამ-

შრომლობითა და პროექტზე მუშაობით.

воскресенье, 15 апреля 2012 г.

პროექტი

პროექტის სახელწოდება: ცისფერი ორდენის ერთგული რაინდები
პროექტის თემა:  "ცისფერყანწელთა " ლიტერატურული ჯგუფის ისტორია და მათი ესთეტიკური პრინციპები.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები უკეთ გაეცნობიან ქართველ სიმბოლისტთა  ცხოვრებასა და შემოქმედებას, გაიღრმავებენ ცოდნას  20-იანი წლების  ქართული ლიტერატურის შესახებ. "ცისფერყანწელთა" ცხოვრება დააფიქრებს მათ ისეთ ადამიანურ ღირებულებებზე, როგორიცაა მეგობრობა, სიყვარული,პატრიოტიზმი.
პროექტის მიზნები: პროექტზე მუშაობით მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ კვლევის უნარ-ჩვევები, განუვითარდებათ საკომუნიკაციო უნარები,შეისწავლიან მასალების ქრონოლოგიურად დალაგებას, ფოტო და ვიდეო გადაღებებით შეძლებენ ფოტოხელოვნების უნარის გამომუშავებას.
მოსწავლეთა ასაკი: 15-16 წელი
ვადები:1 თვე
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას ქართულ ლიტერატურაში, გაუჩნდებათ სურვილი გამოიკვლიონ სხვა შემოქმედთა ცხოვრება. შესწავლილი მასალა სასარგებლო რესურსი იქნება "ცისფერყანწელთა "მოღვაწეობით დაინტერესებულ პირთათვის. მოსწავლეები შეადგენენ ელექტრონულ წიგნს, რომელშიც ასახული იქნება "ცისფერყანწელთა" ქუთაისში მოღვაწეობის პერიოდი.
რესურსები: სახელმძღვანელო, კომპიუტერი, ფოტო და ვიდეო კამერა.
პროექტის მსვლელობა: I აქტივობა. მასწავლებლის დახმარებით მოსწავლეები გამოკვეთენ პრობლემებს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. მასწავლებელი მიუთითებს  ინფორმაციის წყაროებს(ინტერნეტი, ბიბლიოთეკა, პერიოდიკა),აკავშირებს მათ შესაბამის ადამიანებთან. II აქტივობა. ფუნქციების განაწილება. მოსწავლეები დაიყოფიან სამ ჯგუფად. პირველი ჯგუფი მუშაობს  ინფორმაციის მოძიებაზე ინტერნეტის საშუალებით. მეორე ჯგუფი მუშაობს ბიბლიოთეკაში, ეცნობა იმდროინდელ პერიოდიკას. მესამე ჯგუფი აგროვებს ცისფერყანწელთა ქუთაისში მოღვაწეობის ამსახველ ფოტო- მასალებს, უკავშირდება იმ ადამიანებს ,რომლებსაც რაღაც ურთიერთობა ჰქონდა ამ ჯგუფთან. მოინახულებენ სახლს , რომელშიც ცხოვრობდნენ "ცისფერყანწელები".
III აქტივობა.მოსწავლეები თავიანთ ჯგუფებში განიხილავენ მოძიებულ მასალას და ანგარიშს აბარებენ მასწავლებელს.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: X.3,7,13,16. მოსწავლეს შეუძლია ინფორმაციის მოძებნა, ამოცნობა და ქრონოლოგიურად დალაგება.შეუძლია წყაროების მოძიება და დამუშავება, კრიტიკულად შეფასება.
პროექტის ხელმძღვანელი: მ.ინანეიშვილი
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:marinainaneishvilii@gmail.com
ბლოგი:inaneishvili.blogspot.com